როგორც წინასაარჩევნოდ, ამ ბოლო დროსაც, ძალიან ჟონავს და ბევრი ინფორმაცია გამოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარტიის წარმომადგენლები წუხან, რომ შეიძლება იყოს მძიმე პროვოკაცია მათი ფორმალური ლიდერის მხრიდან, რადგან ეს კაცი (ნიკა მელია) ფორმალურად არის პარტიის თავმჯდომარე და რეალურად, მიხეილ სააკაშვილია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.
„წუხან, რომ ნიკა მელია სხვა ლიდერებთან ერთად მოაწყობს მძიმე პროვოკაციას და იძულებულს გახდის სახელმწიფოს ისეთი სურათი შექმნას, რომ იქ დარბევა მოხდა ოფისის, ისინი ასეთ სურათს ელოდებიან მას შემდეგ, რაც მელია თავის ოფისში ჩაიკეტება.
მე არ ვიცი რა მოხდება, ჯერ სასამართლოს გადაწყეტ6ილებას უნდა დაველოდოთ, ეს „ნაცმოძრაობის“ დროს იყო და არ შეიძლება. თუ მელია სასამართლო გადაწყვეტილებასაც არ დაემორჩილა და აქაც დაიმძიმებს, ეს მისი საქმეა და როგორ იმოქმედებს სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, ეს ჩემი საქმე არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.
88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – უმრავლესობამ პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს, მხარი დაუჭირა.











