fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მდინარაძე: NDI-ის ანგარიშში, სამწუხაროდ, არის პუნქტები, რომელიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული

19:53 აგვისტო 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

ჩვენი პრიორიტეტული მიზანია, არჩევნები ჩატარდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, დემოკრატიის მაღალი ხარისხით და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ NDI-ის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს რაციონალური პრინციპებიდან და შეიძლება ეყრდნობოდეს ნებისმიერ რეალურ ინფორმაციას“, – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ანგარიშში არის ისეთი პუნქტები, რომელიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, რაც სავარაუდოდ, ქართველი ექსპერტების მიწოდებულია,

მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს გააანალიზოს და გაიზიაროს ყველა ობიექტური ინფორმაცია, რათა ოპოზიციას სპეკულაციებისთვის სივრცე პრაქტიკულად არ დარჩეს.

„ამ რეკომენდაციებში, სამწუხაროდ, არის ისეთი პუნქტები, რომელიც არის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ამაზე ისევ და ისევ პასუხისგება მოუწევს მათ შორის, NDI-ის წინაშე, რომელიმე ექსპერტს, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მაგალითად, ამ ანგარიშში ასახულია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნისგან, ეს ძალიან კარგად ვხვდებით საიდან მოდის, როდესაც მათ გაავრცელეს ჭორი, როდესაც შესაბამის კანონპროექტზე იყო საუბარი. იქ არც ერთი სიტყვა მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნაზე არ იყო და ასეთ არასწორ ინფორმაციას ვაწყდებით და ფაქტობრივი უზუსტობებიც არის ამაში სამწუხაროდ, რომელშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ე.წ. ექსპერტების მიწოდებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შესაბამის ანგარიში, რეკომენდაციაში თუ კვლევაში აისახა. ყველა პუნქტის გათვალისწინებას ვაპირებთ, რაც იქნება სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით და რაც კი შეიძლება ხარვეზად თეორიულადაც კი იყოს მიჩნეული, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ არჩევნებზე რამე შედეგი და წარმატება კი არ დადონ, არამედ დესტრუქციული დღის წესრიგის გამოყენებით რამენაირად ისაუბრონ, მაგალითად არჩევნების ლეგიტიმაციაზე, ხარვეზებზე, რესურსების არასწორად გამოყენებაზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, მათ შორის რეკომენდაციების სწორად გაანალიზებით და გათვალისწინებითაც, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების სივრცე პრაქტიკულად არ იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ.

თეგები: NDIმამუკა მდინარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

დეკემბერი 30, 2021
787
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

დეკემბერი 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია