ყველამ თავი დაანებოს სპეკულირებას, თქვან უბრალოდ, რომ არ მინდა ამდენი ქალი იყოს პარლამენტში, ეს უფრო სწორი არგუმენტი იქნება მათი მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ქალთა კვოტირებას, თუ ვინმე წინააღმდეგია იმისა, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში იყოს მეტი, ეს მისი პრობლემაა და სხვადასხვა არგუმენტების შეფუთვით კი არა, ამას სახელი უნდა დაერქვას. ან ხარ ქალთა უფრო მეტი წარმომადგენლობის წინააღმდეგი, ან ხარ მომხრე. პოზიტიური თუ ნეგატიური დისკრიმინაცია და ა.შ. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, ძალით გამოგონილი არგუმენტები, რომ მხარი არ დაუჭირონ ქალთა მაქსიმალურ წარმომადგენლობას პარლამენტში. შეუძლებელი, რადგან განსხვავებული სქესი ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ამ შემთხვევაში უნდა იყოს მამაკაცი. ყველამ თავი დაანებოს სპეკულირებას, თქვან უბრალოდ, რომ არ მინდა იყოს ამდენი ქალი პარლამენტში,“ – განაცხადა მდინარაძემ.











