fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მდინარაძე: უნდა შევძლოთ, რომ ვინმესთვის რამის დაბრალება სირცხვილი გახდეს

23:59 ივლისი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების გეგმა არის, რომ თუ მოქალაქეებს ხელისუფლებაზე, პოლიციასა და ჯარზე ვერ გააბრაზებენ, მინიმუმ, სტრესულ მდგომარეობაში მაინც ჩააგდონ, რომ განწყობა იყოს ძალიან ცუდი.

ეს მათი ერთ-ერთი ბინძური მიზანია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„თუ ვინმე იმას იჯერებს, რასაც ისინი ტელევიზიით ლაპარაკობენ, ესაა სერიოზული პრობლემა. მე ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ხალხზე. მათ აქვთ იმედი, რომ იქნებ დადიოდნენ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას დაიჯერებენ, აღშფოთდებიან ხელისუფლებით და ეს შეცვლის საზოგადოებაში განწყობას. ამიტომაც მიდიან ვა-ბანკზე. ბუნებრივია, ეს ფსიქოლოგიური ამბავია; ადამიანი ყოველ დღე ასეთ უბედურებას რომ უყურებს, ცხადია, მისი გუნება-განწყობა ცუდისკენ შეიცვლება.

შეიძლება, ესეც მათი მიზანი იყოს, მაგრამ მათი მთავარი მიზანი მაინც დაბრალებაა. სამწუხაროდ, სწორედ დაბრალების გზით ცდილობენ საზოგადოების განწყობის შეცვლას. ჩვენი ვალდებულებაა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ დეტალების შესახებ.

ამ კონკრეტულ შემთხვევებში, ამ ტრაგედიებთან დაკავშირებით, კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აუცილებელი. ასევე, მედია, რომელიც ობიექტურად ფიქრობს, უნდა მოყვეს ამის შესახებ.

ჩვენ, ყველამ ერთად, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ნებისმიერმა ობიექტურად მოაზროვნე ადამიანმა, იქნება ეს ექსპერტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, უნდა უზრუნველვყოთ, რომ სირცხვილი იყოს დაბრალება, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს; ოპოზიციონერს, ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს თუ მეორე მხარეს, სირცხვილი უნდა გახდეს ის, რომ ადამიანმა ტრაგედიით მანიპულირება, სპეკულირება და სარგებლობა იკადროს. ეს სირცხვილი უნდა გახდეს.

დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა – აქეთ აბულინგებენ ადამიანებს, რომლებიც გაბედავს, შეეწინააღმდეგება და ამხელს მათ ამ სპეკულირებაში. „ნაცმოძრაობის“ მთელი პროპაგანდისტული მანქანა, თავისი დარჩენილი რესურსით, მიმართულია იმისკენ, რომ შეურაცხყოფის დონეზე დააბულინგონ ადამიანები, ვინც მათ აზრს არ იზიარებს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

დეკემბერი 30, 2021
786
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

დეკემბერი 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია