მდინარე ენგურთან, სოფელ შამგონასთან სადაც 4 მოქალქის ცხედარი გამოირიყა, მოძრაობა „შეცვალეს” და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
„ვუსამძიმრებთ დატრიალებულ ტრაგედიას სრულიად საქართველოს,სწორედ 5 დღიანი კარანტინის თავის არიდებას შეეწირნენ ეს ადამიანები,რომლებიც ე.წ. ფონით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას. ეს არის სრულიად ერის ტრაგედია, მერამდენე მსხვერპლი გვაქვს რუსული ოკუპაციის”,- აცხდებს მოძრაობა “შეცვალეს” წევრი ოთო შენგელია.
შეგახსენებთ, ოკუპირებული გალის მკვიდრი ოთხი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის ფონით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას,რა დროსაც ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა. ამ დროისთვის ოთხიდან მხოლოდ ერთი მოქალაქის ცხედრის გადასვენება მოხდრხდა ენგურს გამიღმა.
სამოქალაქო აქტივისტებმა დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მდინარე ენგურში სიმბოლურად წითელი მიხაკები გადაყარეს.
ავტორი: თეა შონია










