უკვე ორ საათზე მეტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში, კიროვის დასახლებაში 15 წლის მოზარდს მდინარე ჯუმში ეძებენ.
სოფელში მერის წარმომადგენლის თქმით, მოზარდი მდინარეში ძროხის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გამოსაყვანად შევიდა, რა დროსაც მისი კვალი იკარგება. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. აქვე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ადგილზე ეცნობა სიტუაციას.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს.
ავტორი: თეა შონია








