ცოტა ხნის წინ ქუთაისის მახლობლად მდინარე წყალწითელაში 14 წლის მოზარდი გაუჩინარდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში საბანაოდ შევიდა და ვეღარ პოულობდნენ.
ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს და განგვიმარტეს, რომ ადგილზე მისულ სახანძარო-სამაშველო ჯგუფს ბავშვის ცხედარი ნაპირზე ამოსვენებული დახვდა.











