ქუთაისში, ტურისტულ სფეროში დასაქმებულმა მძღოლებმა საბანკო ვალდებულებების გადავადების მოთხოვნით აქცია გამართეს. მძღოლების თქმით, ავტობუსების შესაძენად თავის დროზე სესხები აიღეს, ახლა კი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და ვალდებულებების შესრულება აღარ შეუძლიათ.
,,ჩემი შემოსავალი ტურისტული საქმიანობა იყო. ჩვენ ყველანი მცირე ბიზნესის წარმ ომადგენლები ვართ. სექტემბერში ვერ გადავიხადეთ ბანკი ფული და დაგვერიცხა დავალიანებები. თანხის გადახდა ოქტომვბერშიც გვიწევს საინდამ მოვიტანოთ ფული? ჩვენ ტურიზმის გარდა სხვა შემოსავალი არ გვაქვს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კახაბერ ხარაბაძე.
სახელმწიფოს მიერ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზის გამო დაწესებული საშეღავათო პერიოდი სექტემბერში ამოიწურა. ვირუსის გამო, რეგულარუილი ფრენების შეჩერება და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საავიაციო ბაზრიდან გასვლა კი ტურისტულ სექტორში ჩართული ბიზნესებისთვის დამატებითი ზიანის მომტანი აღმოჩნდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს 6 თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ეტაპობრივად უნდა დაემატოს ერთი ახალი მიმართულება – აბუ-დაბი ნოემბერში.
ავტორი: კესო მოლაშხია











