ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე, განმუხურის გადასახვევთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სამი პირი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
შსს-ს ცნობით,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.
ავტორი: თეა შონია











