ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას დამსწრე, უხუცესი პარლამენტის წევრი ლადო კახაძე გახსნის.
„დღის წესრიგით ხვალ გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მობრძანება და მისი მოხსენება. ასევე, ცესკოს თავმჯდომარის მოხსენება, ტექნიკური პროცედურები და ასევე გათვალისწინებულია თანამდებობის პირების არჩევა. ეს არის ძირითადი დღის წესრიგი.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიხსნება.










