საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.
მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს ორი თავმჯდომარე ჰყავდა – თავდაპირველად, ირაკლი კობახიძე, ხოლო ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ, არჩილ თალაკვაძე.










