“თქვენ აყოლილი ხართ ნაცების რიტორიკას და მათ მოგონილს, თითქოს რაღაც კლანი მყავს””,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია “მოქალაქეების” კითხვას კლანებთან დაკავშირებით.
“ბატონო ალეკო, შემიძლია გიპასუხოთ ამაზე ვრცლად, თუმცა ახლა საინტერესო არ არის. თქვენ აყოლილი ხართ, როგორც ჩანს, ამ ნაცების რიტორიკას და მათ მოგონილ [ამბებს], რომ თითქოს რაღაც კლანი მაქვს, ან კლანი მქონდა. ჩამოყალიბდით, მქონდა, თუ მაქვს, ეგ ვერ გავიგე თქვენგან. თუ მაქვს, გიპასუხებთ, რომ არ მაქვს, არც მქონია არავითარი კლანი. თუ კონკრეტული გვარები გაინტერესებთ, თუ გაინტერესებთ ჩემი ურთიერთობები, მე მგონი, ეს საინტერესო არაა მოსახლეობისთვის. ზოგადად გეტყვით, რომ თუ მე ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს კონტექსტი იგულისხმეთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ … მოკლედ, რა მინდა, იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, თუ ვინმეს გულისხმობთ და არ ვიცი ვის გულისხმობთ, მე დავზიანდი ყველაზე მეტად. ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის, ჩვენ აქ უშეცდომოები არავინ არ ვართ. ისეთი საკითხია, ფილოსოფიური, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. აგიხსნით ჩემს მოტივაციას და ასე ვთქვათ, ჩემს დამოკიდებულებას. მე წესებით ვცხოვრობ, ალბათ, ამ ფორმატში ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია, მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს, ოჯახის წევრი თუ ნათესავი. ვინც ამ წესებს არღვევს, მე ამ ადამიანებთან უბრალოდ ურთიერთობას ვწყვეტ”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.











