„მე არსად არ მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ის ამბობს, მედიაში გავრცელებული ჭორები პარტიის დაშლასთან დაკავშირებით ტყუილია.
“მე ვიცი, ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით “ნაციონალურ მოძრაობას” და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი – მე არსად არ მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე, ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია”,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ახალი საქართველოს„ ლიდერი, გიორგი ვაშაძემ ამბობდა, რომ საუბარი არის გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლაზე.











