“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პარტიაში გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რისი მიზანიც ცხელი პოლიტიკური სეზონისთვის მზადყოფნაა.
სერგი კაპანაძის თქმით, უახლოეს მომავალში იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით.
როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, თავად პარტიის დაოვებას არ აპირებს.
“მე არსად არ მივდივარ. ძალიან მალე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით. ამის იდეა არის განახლება და წინ სიარული. აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება არ არის. ეს შიდა დაპირისპირების შედეგი არ არის, ეს არის შედეგი პარტიის ყველა ლიდერის სურვილისა, რომ პარტია წავიდეს წინ, მოხდეს განახლება და მოხდეს ახალი ენერგიით ცხელი პოლიტიკური სეზონისთვის მზადყოფნა,”- განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგი კაპანაძემ.
უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე – ბაქრაძე











