“მას მფარველობას უწევდა ჩვენს თვალწინ ბოკერია”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში” ბურჯანაძეზე საუბარზე განაცხადა.
“ბოკერია გაკოტრებულია, ხალხმა ბურჯანაძეც გაანულა. ხალხი ბრძენია. ჩვენ რა უფლება გვაქვს, პოლიტიკური გვამები გავაცოცხლოთ. ბოკერიამ თქვა, რომ მე პასუხს არ გავცემო, ეს არასერიოზულიო. მე არც ველოდებოდი. როდის იყო პოლიტიკური გვამები საუბრობდნენ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის ბურჯანაძე-ბოკერიას პოლიტიკურ გვამებს უწოდებს და პოლიტიკური პროცესიდან მათ გაწევას ითხოვს.
თაკო ჩარკვიანი ბურჯანაძე-ბოკერიას პოლიტიკურ გვამს უწოდებს და პროცესებიდან მათ ჩამოშორებას ითხოვს











