უფლებადამველი ანა აბაშიძე „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ გამართული აქციის დროს მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რომლის დროსაც სამოქალაქო აქტივისტებს ლგბტქ+ სამკლაურის გამო დაუპირისპირდნენ.
„შეიძლება ბევრს ეწყინოს, მაგრამ პრინციპულობა ყველგან მთავარია ბუნების დაცვა იქნება ქალის, კაცის თუ ბავშვის. თუ/როცა ერთ ჯგუფს (თან გამოხატულად ჩაგრულს) გარიყავ (არაპირდაპირი გარიყვაა ეს არ ჩაიცვა ის არ გაიკეთოს თქმა) იქ სასარგებლო შედეგს არ უნდა ელოდო გრძელვადიანი გათვლით. მე ასეთ აქციაზე არ მივალ“,- ამბობს ანა აბაშიძე.
გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა აქტივისტ სალომე ბარკერს უთხრა, რომ სიმბოლიკა მოეხსნა, რაზეც მან უარი თქვა. ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.











