„მე დამნაშავე არ ვარ, ყველა ფაქტი გაყალბებულია და კანონის უხეში დარღვევებით არის მოპოვებული“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ბატონო მოსამართლე, თქვენ შეგიძლიათ, ჩემს სიტყვას არ დაუჯეროთ და მხოლოდ ფაქტებს დაეყრდნოთ. ჩემი გუშინდელი ჩვენებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ადგილზე არანაირი ჩხრეკა არ ჩამტარებია და არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ჩემგან არ ამოუღიათ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.
ცნობისთვის, გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.











