ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლს მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკომფეენციაზე საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით მხარდაჭერა დააფიქსირა.
“მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით და დღის მეორე ნახევარში მე მექნება საშუალება, რომ ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე. კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება და ამაში თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ,”- განაცხადა შარლ მიშელმა.
ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.











