ჩვენ თუ დავრწმუნებით, რომ მიღწეული შეთანხმება ამ ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა, ლევან იოსელიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ლევან იოსელიანი ოპოზიციური პარტიების გარკვეულ ნაწილს მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
“მე ოპოზიციურ ერთობაზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი, თუ ვხედავ, რომ ოპოზიციის ერთობის ერთ-ერთ სუბიექტს უნდა რომ მოლაპარაკება ჩაშალოს და ჩვენს საზიანოდ მოქმედებს, ნამდვილად არ გავჩუმდები, ამოვიღებ ამაზე ხმას და ეს გავაკეთეთ ჩვენ დღეს. არ მივცემთ მაგათ საშუალებას, რომ ორმა კაცმა პირად ინტერესებს გადააყოლოს შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს. მე არ მინდა ამ ქვეყანაში რევოლუცია, ამობეხებები,” – აცხადებს იოსელიანი.
ამ ყველაფერს ერთი პარტიის ახირებას არ გადავაყოლებთ – ლევან იოსელიანი „ევროპულ საქართველოზე“










