ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
იაგო ხვიჩია პირობას დებს, რომ პარლამენტში მინიმუმ 113 დეპუტატი შევა.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ახლა ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ. მე როდესაც შევხვდი ბატონ მდინარაძეს მას ვთხოვე, რომ ჩააგდონ ოპოზიციაში განცხადებების განხილვა, რადგანაც დისკუსიები იმაზე თუ რა ხდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან, რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. შესაბამისად, ჯერ ცოტა დროა იმისათვის, რომ საზოგადოებამ მთელი ამ პროცესიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს. მე პირობას ვდებ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება,” – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.











