პარლამენტის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსს ტოვებს.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად, თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!!!“- ამბობს კვიციანი.











