„თუ ესენი დარჩნენ, საქართველო აღარ იარსებებს, ეს იქნება შეუქცევადი. მე თავი გადადებული მაქვს ნამდვილად“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვის დროს ისაუბრა.
როგორც სააკაშვილი ამბობს, შემდეგი 100 დღე ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტია.
„შემდეგი 100 დღე ნიშნავს იმას, რომ ასმაგად უნდა ვიმუშაოთ. 100 დღე ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა გვეძინოს, მე ნამდვილად აღარ მძინავს. 100 დღე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს ორგანიზებულები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს. 100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება. საქართველო იშლება, ბოლომდე ჩამოხმა და გაუბედურდა.
საქართველო აღარ იარსებებს… თითოეული თქვენგანის ხელშია, თქვენთვის წარმოუდგენელი შანსი და პასუხისმგებლობაა, მე ასე მგონია. ჩემი მხრივ, მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი სასურველია არ იყოს უფსკრულში, იმიტომ, რომ უფსკრულში უკვე მიდის ჩვენი ქვეყანა. უნდა მოვახდინოთ ამ უფსკრულიდან ქვეყნის აქეთ გამოყვანა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
?? თბილისში ახალ თანამოაზრეებთან ერთად პიკნიკზე, განვიხილავდით სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, რა დროსაც გადავწყვიტეთ სკაიპ ჩართვა საქართველოს მესამე პრეზიდენთან, მიხეილ სააკაშვილთან, ვინაიადან ამ ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში! ჩვენ დაგვაინტერესა თუ რას ფიქრობდა ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ახალგაარდებმა სისტემური პრობლემები!? ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც მზად ვართ ცვლილებებისთვის და უკეთესი მომავლის შენებისთვის! Mikheil Saakashvili VIDEO: ახალი ლიდერების ინიციატივაგახდი ჩვენი გუნდის წევრი!⤵️??? (ბათუმი) ??????? სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/o3tVctGo21KrJ5Pi6
Posted by ახალი ლიდერების ინიციატივა – აჭარა • New Leaders Initiative – Ajara on ორშაბათი, 13 ივლისი, 2020











