სალომე სამადაშვილის განცხადებით, აპირებს, გამოიყენოს დეპუტატის უფლებამოსილება და ნიკა მელია საპატიმროში მოინახულოს.
„იცით, ჩვენ არ ვსარგებლობდით, მე დღემდე არ მისარგებლია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებით, მათ შორის საპატიმროში მონახულებით. მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ჩვენ დავთანხმდით, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებამდე მივიღებთ მონაწილეობას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო მუშაობაში. შესაბამისად, ახლა მე უკვე ვისარგებლებ ჩემი უფლებით, რომ მოვინახულო ნიკა მელია საპატიმროში. აუცილებლად შევეცდები, უახლოეს დღეებში მქონდეს მასთან შეხვედრა. თუმცა, მათ შორის ველოდები იმასაც, რომ მეტი სიცხადე გვქონდეს ამნისტიის კანონპროქტთან დაკავშირებით. მქონდეს უფრო ნათელი წარმოდგენა და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელო”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა “პირველ არხთან”.











