„მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელიხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს, უნდა თუ არა ვიყო წინა ხაზზე ან არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე და დაგპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელიხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე.
ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს და ნუ ეპყრობით მათ ისე თითქოს ისინი ჩვეულებრივები იყვნენ და ჩვეულებრივი მთავრობა იყოს.
ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება, ესენი არიან საქართველოს მტრები, ესენი არიან მოღალატეები და რა თქმა უნდა უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული, კონკრეტულად მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებენ, საქართველოს დასუსტების, განადგურების, მსოფლიოში იზოლაციის, ამიტომ ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ჩემი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი, მე ვიქნები წინა ხაზზე – სააკაშვილი











