„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის აქციაზე ტრიბუნიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
მან მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.
„მე ვიცი რას განიცდი ახლა შენ, მიშა, მე როგორც შენი თანამებრძოლი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს მტერმა თუ მოყვარეებმა რომ ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როცა ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდება რომ გვერდში დაგიდგე და ყველაფერი გავაკეთო, იმისთვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, იყო გარეთ. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 31-ე დღეა შიმშილობს.











