მე ვურჩევდი კრისტიან დანიელსონს წავიდეს ხელახლა თბილისში, როდესაც ის ჩათვლის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია – ამის შესახებ საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.
„მე ვხედავ, რომ მედიაციის პროცესი არ შეჩერებულა. დიახ, კრისტიან დანიელსონი მეორე ვიზიტზეც ვერ მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას, კრისტიან დანიელსონმა თბილისი დატოვა, მაგრამ მთლიანი პროცესი არ შეჩერებულა.
მედიაციას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი აგრძელებს. მე ვურჩევდი კრისტიან დანიელსონს წავიდეს ხელახლა თბილისში, როდესაც ის ჩათვლის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ის თბილისში ორჯერ უკვე იყო. ახლა საჭიროა სიგნალი და დარწმუნება, რომ პარტიები მზად არიან კომპრომისისთვის. ეს იქნება ჩემი რჩევა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მისაღებია“, – განაცხადა კალიურანდმა.











