მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება. რეგლამენტში შედის შესაბამისი ცვლილებები, რომელზეც დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
დღემდე არსებული წესისგან განსხვავებით, ამიერიდან დეპუტატებს ფრაქციის შექმნა 4 წევრითაც შეეძლებათ.
გარდა ამისა, კანონმდებელი არ იქნება შეზღუდული და მას გაწევრიანება ნებისმიერ ფრაქციაში შეეძლება.











