დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები დაასახელა. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კენჭს სამგორში იყრის, ნათელაშვილმა ასე დაახასიათა:
„როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა. მგონია 301-ე არაგველი. ნეპოტიზმის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდია ეს ახალგაზრდა ლიდერი. ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა ყველა ჩვენგანის სამოქალაქო ვალია სამგორის რაიონში“,- განაცხადა ნათელაშვილმა.
კანდიდატების სრული სია ნახეთ აქ.











