fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მედიასაშუალებები თავიანთ ეთერში სისტემატურად არღვევენ სასულიერო პირთა უფლებებს – საპატრიარქოს განცხადება

18:31 თებერვალი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
963
ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გაჟღერებულ იფორმაციას, რომ მეუფე საბა და მეუფე თეოდორე წარსულში ალკოჰოლისა და პრეზერვატივების ბიზნესში იყვნენ ჩართული საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ინფორმავიას სიცრუეს უწოდებს.

,,გვინდა, გამოვეხმაუროთ 2021 წლის 30 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) შესახებ.

ამ სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს ამცნეს, თითქოს მიტროპოლიტი საბა, პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, წარსულში სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, რაც სრული სიცრუეა.

ზოგადად, სასულიერი პირების მიმართ სხვა დროსაც არაერთი ცილისწამება, მძიმე ბრალდება თუ სიუჟეტი გავრცელებულა.

ეს სიუჟეტიც ამ სერიის გაგრძელებას წარმოადგენდა.

უკანასკნელ პერიოდში გაისმის სხვადასხვა ბრალდება, რომლებიც მოკლებულია რეალურ საფუძველს და რაც სამართლებრივად მნიშვნელოვანია – ფაქტობრივ მოცემულობას.

ამგვარ განცხადებებში არ ჩანს ფაქტები, რომელთაც განცხადების გამავრცელებელი ეყრდნობა. შესაბამისად, ასეთი განცხადებები მიმართულია სასულიერო პირების არაქონებრივი უფლებების შელახვისკენ.

თითოეული ასეთი ფაქტების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ცილს წამებს მათ. ევროპული ღირებულებების გააზრება, რაზედაც ხშირად სწორედ ცალკეული მედიასაშუალებები აპელირებენ, უპირველესად, გულისხმობს იმგვარ სამართლებრივ მოწესრიგებას, რაც, ერთი მხრივ, მედიას საშუალებას მისცემს, გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი უფლებების დარღევის შემთხვევაში, როგორიცაა ღირსების უფლება, შესაბამისი პირისთვის უფლების დაცვის მოქნილ მექანიზმს განსაზღვრავს.

აღნიშნული საკითხის არასრული და არასათანადო სამართლებრივი მოწესრიგების გამო, ცალკეული მედიასაშუალებები თავიანთ ეთერში სისტემატურად არღვევენ სხვის არაქონებრივ უფლებებსა და უპირატესად – სასულიერო პირთა ღირსებას (თუ რეპუტაციას), რისი მკაფიო მაგალითიც აღნიშნულ სიუჟეტში მიტროპოლიტ საბასა და მიტროპოლიტ თეოდორეს მისამართით გაკეთებული განცხადებებია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: მეუფე საბასაქართელოს საპატრიარქო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 4, 2021
1.5k
საზოგადოება

საპატრიარქო ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აგვისტო 3, 2021
1.4k
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ივნისი 20, 2021
825

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია