პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, დღეს მედიის მიერ აქცია გაიმართება. აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, აქციის გამართვა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როცა ძალადობრივი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხა.