„მედინაში“, დღეს, კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის ქალი გარდაიცვალა. აღნიშნული კლინიკა არ არის კოვიდკლინიკა, თუმცა, თუ კლინიკაში სხვა დიაგნოზით შესულ პაციენტს დაუდასტურდება კორონავირუსი, მათი მართვა სპეციალურად მოწყობილს სივრცეში ხორციელდება. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის აორტის ანევრიზმა და დისტრესია.
„კლინიკა „მედინა“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და პაციენტთა მიღებას. თუ კლინიკაში სხვა დიაგნოზით შემოსულ რომელიმე პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ 19, კლინიკის მიერ იმართება ინფექციის კონტროლისა და შესაბამისი გაიდლაინების დაცვით სპეციალურად მოწყობილ იზოლირებულ სივრცეში.
გუშინ კლინიკაში შემოყვანილი იქნა უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 70 წლის პაციენტი. მისი დიაგნოზი სუნთქვისა და სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა. ერთი თვის წინ პაციენტს გაკეთებული ჰქონდა აორტის ანევრიზმის ბისეფციის გამო ოპერაცია. ჩატარებული ჰქონდა აღმავალი აორტის პროტეზირება. კლინიკაში მას დაუდასტურდა კოვიდ 19.
მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა მისი ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ქაჯაიამ.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი, მათ შორის ერთი გუშინ, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. გამოჯანმრთელდა 172 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 5191 პაციენტი.
დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა.
აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 640 პაციენტი, 20 არასრულწლივანი, 30 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 79 პაციენტი. თავისუფალი საწოლები- 36. Covid სასტუმროებში- 1003, არასრულწლოვანი – 82.
აჭარაში ბინაზე 1500-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











