პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გარდაცვლილი ექიმის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა გააკეთა.
მისივე თქმით, მეგი ბაქრაძე მათ კლინიკაში შეყვანის დროს, 19:45 წუთზე გარდაცვლილი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მინდა მოსახლეობას განვუცხადო დღეს არსებული ინფორმაცია მეგი ბაქრაძესთან დაკავშირებით. არ ვაპირებდი ამ მტკივნეულ თემაზე განცხადების გაკეთებას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება, არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას. მეგი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 18:03-19:45 წუთზე შემოიყვანეს, ის იყო სამწუხაროდ მიცვალებული, ეს ჭეშმარიტ სიცრუეს წარმოადგენს.
ქალბატონი მეგი ჩვენთან 19:45 წუთზე შემოიყვანეს. წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰერმოდინამიკას. ეს არ ნიშნავს, რომ ის იყო გარდაცვლილი. სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან გულისცემა იყო,“ – განაცხადა რატიანმა.











