მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმებს შესაძლოა საექიმო საქმიანობის სერტიფიკატები შეუჩერდეთ
თამარ გაბუნიას განცხადებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმებს შესაძლოა საექიმო საქმიანობის სერტიფიკატები შეუჩერდეთ.
„საექიმო შეცდომებს განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელსაც შეუძლია დააყენოს საკითხი სერტიფიკატის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. ეს არის მაქსიმალური სანქცია, რაც შეიძლება პროფესიული განვითარების საბჭომ გამოიტანოს“, – განაცხადა გაბუნიამ.











