ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროცესის პარალერულად სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები აქცია-პერფომანს მართავენ.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება აბსოლიტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული ამიტომ, ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.










