fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მელიას პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ციხეს – კელი დეგნანი

18:46 აპრილი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
978
ნახვა

ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

„ეს იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა. ეს იყო გრძელი და რთული გზა, რომლის დროსაც მხარეებმა გამოიჩინეს რეალური გამბედაობა და ლიდერობა, წასულიყვნენ იმ კომპრომისზე, რაც წარმოდგენილია შეთანხმებაში. ვფიქრობ, 2019 წლის ივნისის მოვლენები იყო მტკივნეული ეპიზოდი ყველა ქართველისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ წინსვლაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენებთან დაკავშრებით პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ აძლევს ქვეყანას წინსვლის საშუალებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა საპატიმროს, თუმცა შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიხილებოდა, მე ვთვლი, რომ ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი და საშუალებას აძლევს საქართველოს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, არსებობს სხვა გამოწვევებიც, რომლებიც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

თეგები: კელი დეგნანინიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, რომლებიც ასე ბევრს შრომობენ, რათა საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია – აშშ-ს ელჩი

დეკემბერი 30, 2021
775
პოლიტიკა

რთული გასაგებია, რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება -კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე

დეკემბერი 2, 2021
773
პოლიტიკა

პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება – კელი დეგნანი

დეკემბერი 2, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია