ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
საქმის პროკურორმა ია დარჯანიამ ნიკა მელიას დაცვის მხარეს მიმართა და უთხრა, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია და ომშიც არის ნამყოფი.
„მე დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ომშიც ვარ ნამყოფი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ჯარშიც არ ყოფილხართ“, – განაცხადა ია დარჯანიამ, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა:
„ვის ეუბნებით? პროკურორი საუბრობთ თუ შოთაძე“.
პროკურორმა ია დარჯანია სასამართლო პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ „როცა საქმე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება თქვენთან ვარ, მაგრამ ახლა საქმე ეხება შტურმს პარლამენტზე“.
ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.











