რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რატომ არ აიცრა საჯაროდ.
როგორც პუტინი ამბობს კამერების წინ აცრა მაიმუნობაა.
„განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ, აუცილებლად ისე გავაკეთოთ, როგორც ამას ვიღაც სადღაც აკეთებს? ალბათ, არა. ვინმეს ასეთ დონეზე თუ მოუნდება ფალსიფიცირება, ვინმეს მოტყუება, ამის გაკეთება ძნელი არ იქნება. შესაძლებელია ამ ნემსის ჩვენება, სინამდვილეში კი გაიკეთონ ფიზიოლოგიური ხსნარი, ან რაც გნებავთ, კეფირი, ან თუნდაც ფორთოხლის წვენი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ რაიმე ვიტამინი. ეს არასერიოზულია, ჩემი შეხედულებით“, – განაცხადა პუტინმა.











