უკვე მეორე დღეა, რაც ავსტრალიაში Covid-19-ით გარდაცვალება არ ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ავსტრალიაში COVID-19– ის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთშაბათს კი ინფიცირების რიცხვი 28-ს შეადგენდა.
ამასთან, ავსტრალიაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 27000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 900 ადამიანი.











