მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი 2021 წლის ივლისში ოფიციალურად გაიხსნა და ამ დღის შემდეგ აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეობის სფეროში სიახლეების დანერგვისა და განხორციელებისთვის.
მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი (შემდეგში როგორც Bagebee-ის ცენტრი) აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში „People in Need“ საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით. ( მისამართი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63, გერმანული სკოლის გვერდით, მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი.)

ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საგანმანათლებლო კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ბაგების მეფუტკრეობის ცენტრისთვის 3 სხვადასხვა დონის მოდული შეიქმნა. ეს მოდულები განკუთვნილია სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მეფუტკრეებისთვის რომ შეძლონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკის გაღრმავება და მეფუტკრეობის დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.
ამჟამად, 8-12 ოქტომბერს, BageBee-ის მეფუტკრეობის ცენტრში მიმდინარეობს საპილოტე ტრენინგ-კურსი BageBee-ის ტრენერებისა და სხვადასხვა მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. ტრენინგში მონაწილე მეფუტკრეებს აქვთ საშუალება გაეცნონ შემდეგ თემებს: ექსპორტი და რეგულაციები; სურსათის უვნებლობის სტანდარტები; ფუტკრის პროდუქტები: ფუტკრის რძისა და შხამის წარმოება, ფუტკრის მტვრისა და ჭეოს აღება თაფლის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტების წარმოება.

ტრენინგ-კურსის განმავლობაში, მონაწილეებს აქვთ საშუალება სიღრმისეულად შეეხონ ტრენინგის თითოეულ თემას, დისკუსიის ფორმატში მიიღონ მონაწილეობა და გაიზიარონ არსებული საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება.
BageBee-ის ცენტრში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა, აპითერაპიის კაბინეტი; ფუტკრის შხამის მიღების და ფუტკრის რძის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები აძლევს ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას ადგილზე მიიღონ პრატიკული გამოცდილება. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, ჩატარდა სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი ბაზალეთში მდებარე ვლადიმერ ვარდოსანიძის საფუტკრე მეურნეობაში. მონაწილეებმა აქ განახორციელეს მეურნეობაზე დაკვირვება, ფუტკრის რძესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა.
მეფუტკრეებისათვის საპილოტე ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ გამიზნულია მსგავსი ტრენინგ-კურსის ჩატარება უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის. მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობის სურვილი დააფიქსირონ სპეციალური აპლიკაციით, რომელიც გავრცელდება ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ“ -ისა და BageBee-ის მეფუტკრეობის ფეისბუკგვერდების საშუალებით.

მოკლედ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შესახებ
საქართველო არის ჩეხეთის განვითარების ერთ – ერთი პარტნიორი. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს თანამშრომლობა დაიწყო ჰუმანიტარული დახმარებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზით და მოვიდა დღევანდელ სახემდე, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურობას და საქართველოს ევროკავშირში წარმატებით ინტეგრაციას.
ორგანიზაცია People In Need საქართველოში შესახებ”
People In Need (PIN) არის ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული თავისუფლებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში მთელ მსოფლიოში და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე დახმარებას განვითარების მიზნით. PIN საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.
პროექტის შესახებ “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში ”
PIN-ის პროექტი ”მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში 2018 – 2021” მიზნად ისახავდა ქვეყნის მეფუტკრეობის სექტორის გაძლიერებას და მრავალფუნქციური რეგიონალური მეფუტკრეობის ცენტრის (შემდგომში მოიხსენიება როგორც BageBee Center) შექმნას და შემდგომში მდგრადობის ხელშეწყობას. ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით.












