მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსით 1 771 740 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 335 876-ს შეადგენს.











