თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგებში, „მეტრა დეველოპმენტის“ ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.
„მშენებლობა ხორციელდებოდა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. შპს. „მეტრა დეველოპმენტს“ წარმოდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის, გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, აღმოჩნდა თიხნარი.
ამ ეტაპზე, სამუშაოები შეჩერებულია, გეოლოგები შეისწავლიან ადგილზე ვითარებას და მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.