გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ქვეყანაში ლოქდაუნის 1 მარტზე ადრე შემსუბუქებას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
მერკელის განცხადებით, ახლა, როდესაც კოვიდის ბრიტანული შტამი გერმანიაში ფართოდ არ გავრცელებულა, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები თავიდან აირიდოს.
ლოქდაუნის ვადა გერმანიაში 14 თებერვალს იწურება. 10 თებერვალს ანგელა მერკელი ფედერალური მიწების ხელმძღვანელებს შეხვდება. მხარეები გერმანიაში ლოქდაუნის რეჟიმის გახანგრძლივებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში 16 დეკემბრიდან ლოქდაუნის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების გარდა, ამჟამად ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დახურულია.











