უთანხმოებების მიუხედავად, კარგია, რომ ერთმანეთს ვესაუბრებით, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ უთანხმოებები გვაქვს, ვფიქრობ, კარგია, რომ ერთმანეთს ვესაუბრებით და შემდგომშიც ვაპირებთ კონტაქტის შენარჩუნებასა და ერთმანეთთან საუბარს. როგორც აღვნიშნე, სალაპარაკო ბევრი გვაქვს: ორმხრივი ურთიერთობები, საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, რა თქმა უნდა, ავღანეთი, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და თანამშრომლობა“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი დღეს მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიისა და რუსეთის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გერმანიის კაცლერის რუსეთში ბოლო ვიზიტი 2020 წლის იანვარს შედგა.











