მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. მას ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმნიუსს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს.
ავტორი: თეა შონია











