მესტიაში ზამთრის კურორტების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თითქმის ერთი წელია სვანეთში ტურიზმი პარალიზებულია, რაც ადგილობრივებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
მათივე თქმით, რეგულაციების დაცვით აუცილებელია სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის გახსნა, საბაგიროების ამოქმედება, რესტორნების და კაფე ბარების ამუშავება.
როგორც აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, სრულიად შესაძლებელია დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ავტორი: თეა შონია











