მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
„სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი იმისა, რომ ვიმუშაოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად. ბოლო ორი წელიწადი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის რთული იყო, ჯერ ფაროსანა, შემდეგ ვირუსი, თუმცა, ჩვენ, მთავრობამ მოსახლეობასთან ერთად წარმატებით მოვახერხეთ ამ პრობლემების დაძლევა. წელს ჩვენ ველოდებით ძალიან კარგ მოსავალს, ამავე დროს ვირუსის მართვის სწორმა და დროულმა ღონისძიებებმა საშუალება მოგვცა იმისა, რომ დროულად გავხსნათ ეკონომიკა და აღვადგინოთ ტურიზმი ჩვენს რეგიონში.
დღეს საქართველო როგორც არასდროს არის მოკავშირეებთან ერთად – ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან ერთად. მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში. მითუმეტეს, ჩვენ ამის საუკუნოვანი ტრადიციები გაგვაჩნია ევროპასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაღრმავება“, – განაცხადა მოწერელიამ.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 30 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.
„ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა











