ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეზოში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ცივი იარაღით შეიჭრა და სასულიერო პირების მიმართულებით იგინებოდა.
ეპარქიის პრესსპიკერის, მამა იოანე გორელაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ 50 წლამდე მამაკაცმა რეზიდენციის კარი ფეხით შეამტვრია და ეზოში შეიჭრა. მისი შეჩერება იქვე მყოფმა სტიქაროსნებმა სცადეს.
ეპარქიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ მამაკაცს არ იცნობენ. როგორც მამა იოანე გორელიშვილი აცხადებს, ის სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს.











