ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილის განცხადებით, ებრაელები იყვნენ იუდეველები და წარმართები. ამის შესახებ მან ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მიტროპოლიტმა გრიგოლმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა,რომ მან ამ საკითხზე იმდენი იცის, რამდენიც საზოგადოებამ.
„მე ამის ირგვლივ იმდენივე ვიცი, რაც თქვენ. იცით რომ იზოლაციაშია იქ ყველა და ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელად არის, იმის შესაფერისად რა მდგომარეობაც აქვს“,- განაცხადა მეუფემ.
ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა ასევე არ იცის, რა გახდა საშობაო ეპისტოლეს დაგვიანების მიზეზი.
„ეს რომ ჩემი ეპისტოლე ყოფილიყო, გეტყოდით. ამაზე არანაირი ინფორმაციაც არა მაქვს. ეპისტოლეზე ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება,”- განაცხადა მან.
ავტორი: თეა შონია











