ამ წუთებში მეუფე იაკობი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება. შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენებია.
შეგახსენებთ, 3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.










