fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეუფე იოანე ნამახვანჰესის პროტესტზე: გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება

11:16 თებერვალი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
809
ნახვა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას და ასევე, იმ ადამიანებზე აკთებს განცხადებას, რომლებიც გიგანტური ჰეისის წინააღმდეგნი არიან.

მისი განცხადებით, ერთი და იმავე საკითხის ან მოვლენის შესახებ ადამიანთა შორის ყოველთვის არსებობს აზრთასხვაობა. ამის მიზეზი კი ადამიანის სუბიექტურობა ან მიკერძოებაა.

 

„სუბიექტურობის მიზეზია არასაკმარისი ცოდნა, მიკერძოების მიზეზი წინასწარი განწყობაა. ადამიანისთვის სიმართლე ღირსების შეგრძნების საფუძველია; ზოგიერთი კმაყოფილია იმითაც, თუ გარეგნულად ჩანს მართალი, ზოგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სხვაზე უფრო მართალია”,- ამბობს მეუფე იოანე.

მისივე განცხადებით, პროტესტის მონაწილეებს მიკერძოებული პროზიციები გააჩნიათ, რაც ეროვნული გრძნობებით მანიპულირებაა. ის აცხადებს, რომ მას არ უნახავს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხეობა 99 წლით გასხვისდა.

„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი თავი ეკლესიის შვილებად მიაჩნიათ, მიკერძოებული პოზიციის გამო ეკლესიას უპირისპირდებიან, რაც საზიანოა მათი სულებისთვის. თავიდან მათი გამოსვლების თემა იყო შიში იმისა, რომ კაშხალი დაინგრევა და წყლის ტალღა წალეკავს ქუთაისს. მერე თემა შეიცვალა და აქცენტი რიონის ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაკეთდა.

ბოლოს თქვეს, რომ რიონის ხეობა უცხოურ ფირმას გადასცეს 99 წლით; გაყიდეს თუ სარგებლობაში მისცეს? ან რა პირობით? ამბობენ, რომ საიდუმლო საბუთი მოიძიეს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინახავს. როდესაც ჯვარი დადგეს, ვკითხე აქტივისტებს: მშენებელი ფირმის ტერიტორიაზე თვითნებური მოქმედება რამდენად გამართლებულია-მეთქი.

გვიპასუხეს, რომ ეს ტერიტორია იმათ არ ეკუთვნითო. ეხლა ამბობენ, რომ მთელი ხეობა იმათ გადასცეს. სამივე შემთხვევაში იკვეთება ერთი სლოგანი: კაშხალი არ უნდა აშენდეს, რადგან ქვეყნისთვის საზიანოა. წინანდელი და ახლანდელი ხელისუფლება ასე არ ფიქრობს. ეროვნული გრძნობებით სპეკულირება, ტყუილ-მართლის აღრევა მრავალთათვის მაცდუნებელი ხიბლია, რომელსაც სიკეთე არასოდეს მოუტანია. ჯვრის მტვირთველი არის ის, ვინც უფლის გულისთვის ითმენს უსამართლობას, ცილისწამებას, არ თვითნებობს და მშვიდობისმყოფელია. გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება. დავმშვიდდეთ, დავფიქრდეთ, სწორი გზა ვიპოვოთ, რაც სათნო იქნება ღვთისათვის”, – წერია მეუფის განცხადებაში, რომელსაც ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

 

ავტორი: კესო მოლაშხია

თეგები: ნამახვან ჰესი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

თბილისში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

მაისი 23, 2021
774
მთავარი ამბავი

დღეს თბილისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას გამართავენ

მაისი 23, 2021
775
მსოფლიო

ნამახვანჰესის საკითხზე დიალოგში ევროკავშირი ჩაერთვება

აპრილი 28, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია